პროექტის რეფლექსია
ყოველთვის მსურდა
განმეხორციელებინა
ისეთი აქტივობა რომელიც შესაძლებელს გახდიდა ერთი სკოლის სხვა სკოლის მოსწავლეებთან დაახლოებას, დამეგობრებას, თანამშრომლობას,ამიტომ
გაკვეთილის ერთ-ერთი თემიდან გამომდინარე დაიგეგმა პროექტგაკვეთილი თემაზე „ქართველ მხატვართა შემოქმედება“
ამ პროექტის ინიციატორები იყვნენ არაგვისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები, გავაცანი
რა ჟინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მეზობელი სკოლის მოსწავლეების წამოწყება ძალიან
მოეწონათ და გაუხარდათ. ორივე მხარე ენთუზიაზმითა და
მონდომებით შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ბევრი ისეთი მოსწავლის შესაძლებლობა
გამოიკვეთა რომლებიც სხვა დროს „ჩრდილში“ იყვნენ მოქცეულები. გადაწყდა პრეზენტაცია
ჩატარებულიყო ჟინვალის საჯარო სკოლაში, რადგან შეხვედრა უნდა მომხდარიყო მათთვის უჩვეულო
გარემოში, ფართო აუდიტორიის წინაშე ,სადაც მოწვეული იქნებოდნენ მშობლები, ორი სკოლის მასწავლებლები და
დირექციის წარმომადგენლები დაკისრებულ მოვალეობას პასუხისმგებლობით მოეკიდნენ. მონდომებამ
შედეგი გამოიღო, პროექტის ფარგლებში დასახული მიზნები მიღწეულ იქნა წარმატებით.
ყველა აქტივობა
წარიმართა გეგმის შესაბამისად,მოსწავლეებმა
წარადგინეს:
·
ფოტო
მასალა;
·
ვიდეო
მასალა;
·
ინფორმაციები მხატვრებზე და მათ
რეპროდუქციებზე
·
გამოფინეს საკუთარი და მხატვართა ნახატები
·
ასევე
·
ა)
მოიძიეს საინტერესო მასალები სხვადასხვა წყაროებიდან,მოახდინეს ამ ინფორმაციის დახარისხება და
სამუშაოს გადანაწილება
·
ბ)
სურათების დაკოპირება და შესაბამისად ატვირთვა, ქსეროასლების გაკეთება.
·
შექმნეს კედლის
გაზეთები შესაბამის მხატვრებზე
·
გ)
შეიქმნეს სლაიდშოუ (PowerPoint-ში) ფოტომასალით, იზრუნეს მათ გაფორმებაზე.
·
დ)
გააკეთეს პრეზენტაცია მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების
თანდასწრებით.
გარდა
ამისა: გაიცნეს, დამეგობრდნენ, ითანამშრომლეს,შეაფასეს ერთმანეთი.
შევქმენით ბლოგი: lelabedo.blogspot.com
.ამ პროექტის მიმდინარეობისას მხოლოდ ხელმძღვანელის როლს ვასრულებდი, ვუწევდი მორიტორინგს, ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს ვაძლევდი მიმართულებას. ასევე, ვუთითებდი საინფორმაციო წყაროებს.სამუშაოს დაწყებისას შევთანხმდით ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებზე; პროექტგაკვეთილის მიზანზე, აქტივობებზე, მუშაობის პირობებზე, სავარაუდო შედეგებზე; შეფასების კრიტერიუმებზე, გადაწყდა, რომ დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
§ ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
§ პრეზენტაციის უნარი;
§ შემოქმედებითობა
შევთანხმდით, სამუშაოს ჩარჩოებზე – შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით გავანაწილეთ სამუშაო, რომელსაც დიდი ხალისით ასრულებდნენ, მსჯელობდნენ საკითხებზ ეძებდნენ მათი გადაჭრის გზებს; მზად იყვნენ სხვადასხვა სიტუაციაში ერთმანეთის დახმარებისთვის,მოსწავლეებმა პროექტგაკვეთილით გაიღრმავეს ცოდნა ქართულში, ისტორიასა, გეოგრაფიაში. გამოუმუშავდათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო. ტექნოლოგიებში. საპროექტო თემა სცილდება სასწავლო პროგრამას და პროექტის თემის არჩევა განპირობებული იყო მოსწავლეთა ინტერესით და სასწავლო მასალით.შევიმუშავრთ ქცევის წესები.
ყველა ორგანიზაციული
საკითხები შევათანხმე ორი სკოლის დირექციასა და კლასის დამრიგებლებთან, ისინიც
დაუზარებლად ამომიდგნენ მხარში
6 ივნისს ორგანიზებულად მოხდა არაგვისპირის საჯარო
სკოლის მოსწავლეთა ტრასპორტირება ჟინვალის საჯარო სკოლაში, ამ სკოლის მოსწავლეები მოუთმენლად
ელოდნენ თავიათ თანატოლებს, სკოლის ეზოში მოხდა მათი შეხვედრა-გაცნობა ზოგიერთი მოსწავლე
უკვე იცნობდა ერთმანეთს, ისინი დაეხმარნენ სხვა მოსწავლეებს ერთმანეთის გაცნობაში,
დამხვედრებმა და მოსულმა სტუმრებმა ერთმანეთს მიართვეს ყვავილები.
შემდეგ გადავინაცვლეთ
აუდიტორიაში სადაც ყველაფერი მზად იყო მაგიდები ჯგუფებისთვის, მოძიებული მასალებით(
არაგვისპირელება მოსვლის შემდეგ ორგანიზებულად გამოფინეს თავიანთი ნამუშევრები) ნახატებით,
კედლის გაზეთებით რომელიც გამოფენილი იყო შესაბამის ჯგუფთან ახლოს კედელზე, კომპიუტერითა და ეკრან-მონიტორით, პროექტორით.პრეზენტაციას
დაეთმო 90 წთ.
ყველაზე წარმატებული პრეზენტაციის ნაწილი იყო. კმაყოფილი
დავრჩი ლიდერთა მუშაობით რადგან პრეზენტაციას ავადმყოფობის გამო არ ესწრებოდა რამოდენიმე
მოსწავლე,მაგრამ ფუნქციების გადანაწილება-მოდიფიცირება ისე შეძლეს რომ მთლიანობა არ
დარღვეულა, არ იყვნენ დაძაბულები, თავისუფლად მსჯელობდნენ, თითოეული ჯგუფის პრეზენტაციის
მოსმენის შემდეგ ახდენდნენ საინტერესო კითხვების
დასმას, მოსწავლეები ერთმანეთთან იყვნენ საკმაოდ გახსნილად და თავისუფლად.
ადგილი ჰქონდა
გაუთვალისწინებელ ფაქტსაც: მეხუთე ჯგუფის პრეზენტაციის დროს დენის წყარო გაითიშა, მაგრამ
ალტერნატიული წყარო მოსწავლეებს ჰქონდათ მხატვართა რეპროდუქციების ქსეროასლები, კედლის
გაზეთზე გაკეთებული საპრეზენტაციო მასალები, ასე რომ მათ პრეზენტაციას დააკლდა poverpoint-ვიზუალური ეფექტი,
შინაარსობრივად კი არ გაწყვეტილა.
პროექტის განხორციელებაში შვილებს მხარში ედგნენ მშობლები
ისინი ეხმარებოდნენ შვილებს ინფორმაციის მოძიებაში, უზრუნველყვეს სხვადასხვა ოგანიზაციული
საკითხების მოგვარება, მათ შორის პროექტის
ფოტო-გადაღება.
ამ პროექტის პრეზენტაციით
დამსწრე მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
იმედია გაგრძელდება ორ სკოლას შორის თანამშრომლობა რადგან მომავალი წლისთვის არაგვისპირელმა
მოსწავლეებმა დაპატიჟეს ჟინვალელი მოსწავლეები თავის სკოლაში სხვა ახალი პროექტის ფარგლებში.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გამოთქვეს სურვილი ერთობლივად
მოეწყოთ ექსკურსია განხილულ მხატვართა სახლ- მუზეუმებში. რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ
სამომავლოდ. საპროექტო თემაზე: „მსოფლიო მუზეუმები“ უკვე შეთანხმდნენ კიდეც.
მომავალი პროექტისთვის გავითვალისწინებ: მექნება დატვირტული სათადარიგო პერსონალური კომპიუტერი-
ლეპტოპი.აგრეთვე დავაბალანსებ ინფორმაციისა და თვალსაჩინოების მოცულობას, თანხვედრაში
მოყვანის მიზნით. პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა შეავსეს შეფასებისა და თვითშეფასების სქემები.
მასწავლებელი: ლ. ლოჩოშვილი
15.06
2017 წელი.
No comments:
Post a Comment